მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ყველა პოზიტიურ განწყობაზე ვართ“ - ალონსო ბილბაოსთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ჩაბი ალონსოს გამოცდა ელის. მადრიდის რეალი სტუმრად ბილბაოს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალონსო:

„სან მამესი განსაკუთრებული სტადიონია. ეს ესპანური ფეხბურთის კლასიკაა და ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს. ვფიქრობ, წარსული გამოცდილების ფონზე უმაღლესი კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. ზედიზედ 3 ფრე? ფლორენტინო პერესთან სასიამოვნო დიალოგი შედგა. ასევე ვისაუბრე გუნდთან და განვიხილეთ, რა გვჭირდება გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში ერთიანობა! ყველა პოზიტიურ განწყობაზე ვართ.

ჩვენ ვცხოვრობთ მოთხოვნებითა და კრიტიკით. ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ და მოვიგოთ მატჩები, რათა აპრილსა და მაისში იქ ვიყოთ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. ახლა რთულ სიტუაციაში ვართ და გვიჭირს, მაგრამ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. კონკურენციისთვის ღრმა შემადგენლობა გვყავს. ნოემბერი ისე არ წარიმართა, როგორც გვინდოდა, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების ხარისხის მჯერა.

გრაფიკი ყველასთვის მომთხოვნია. მაღალი დონის შენარჩუნება ყოველთვის რთულია, მაგრამ გაუმჯობესება შეგვიძლია. ზეწოლა, თანმიმდევრულობა... ეს ყველაფერი კარგი განცდიდან მოდის. ფეხბურთელებმა კარგად იციან, როგორ უნდა გაუმჯობესდნენ. ყველაფერი ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული.“

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას დამარცხების შემდეგ, მადრიდის რეალმა ლა ლიგაში ზედიზედ სამი მატჩი დაასრულა ფრედ და ბლაუგრანას გალიდერების საშუალება მისცა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ელ კლასიკოს შემდეგ რეალმა ლივერპულთან წააგო, ხოლო შემდეგ სტუმრად ოლიმპიაკოსს 4:3 მოუგო. ბილბაოსა და რეალის დაპირისპირება 3 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები