ლივერპული, ინტერი, გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

გამარჯვება სტუმრად ინტერთან - მამარდაშვილს არ უთამაშია

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმარტა. ინტერმა ლივერპულს უმასპინძლა. არნე სლოტის გუნდმა უმძიმეს ბრძოლაში 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, პენალტის ნიშნულიდან სობოსლაიმ გაიტანა. 

მცირე ანგარიშის მიუხედავად, გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული მატჩი იხილეს. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ეპიზოდებში ორივე გუნდის მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო.

სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია. ძირითად შემადგენლობაში ალისონ ბეკერი მოგვევლინა. ერთადერთი გოლი მატჩის 88-ე წუთზე გავიდა. 

ამ მატჩის შემდეგ, მერსისაიდულ გრანდს სატურნირო ცხრილში 12 ქულა დაუგროვდა და დროებით მე-8 ადგილზე აღზევდა. შემდეგ ტურში ლივერპული მარსელს ესტუმრება.

რაც შეეხება ინტერს, ნერაძური 12 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და შემდეგ ტურში სტუმრად ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი კვლავ სკამზე იჯდა | სპორტინგი ბაიერნთან დამარცხდა
ქოჩორაშვილი კვლავ სკამზე იჯდა | სპორტინგი ბაიერნთან დამარცხდა