UFC-ის Pound-for-pound რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზეა დვალიშვილი
UFC 323-ის შემდეგ ორგანიზაციის Pound-for-pound რეიტინგი განახლდა. მერაბ დვალიშვილი, რომელიც პიოტრ იანთან დამარცხდა, ტოპ სამში აღარ იმყოფება. „მანქანა“ 5 საფეხურით დაქვეითდა და მერვე ადგილზეა.
P4P რეიტინგის პირველი ნომერი კვლავინდებურად ისლამ მახაჩევია, მეორე ადგილზე კი ილია თოფურია იმყოფება. დვალიშვილის ნაცვლად ტოპ 3-ში ხამზატ ჩიმაევი შევიდა, ხოლო ალექს პერეირა და ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეოთხე და მეხუთე პოზიციებს იკავებენ.
იანი, რომელმაც დვალიშვილი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა, მეექვსე ადგილზეა. მერაბის მსგავსად დაქვეითდა ალეშანდრე პანტოჟა. „კანიბალი“ ჯოშუა ვენთან დამარცხდა და მეცხრე ადგილს იკავებს, ვენი - მეთერთმეტეა.
შეგახსენებთ, რომ „მანქანა“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დაკარგა. მერაბმა რემატჩი მოითხოვა და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.