„ილიამ ძალიან დიდ მებრძოლებს მოუგო, მაგრამ...“ - გეიჯიმ თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითმა ჩემპიონმა და ილია თოფურიას მომავალმა მეტოქემ, ჯასტინ გეიჯიმ „მატადორთან“ მომავალ ჩხუბზე ისაუბრა.
რას ამბობს გეიჯი:
„სანამ ეს ბრძოლა ჩაინიშნებოდა, ორი დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე არ ვიჩხუბებდი, რაზეც ვუპასუხე — „კარგი, არაა პრობლემა-მეთქი“. მაგრამ მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს - „შეიძლება რაღაც გაიგო და მაინც იბრძოლო თეთრი სახლის ქარდზე“. არ ვიცი, როგორ შეიძლება ასე, 180 გრადუსით შეიცვალო აზრი? დღეს კი გავიგე, რომ საბოლოოდ მაინც ჩამწერეს სიაში.“
„ნამდვილად არ მეგონა, თუ მთავარი ბრძოლა ჩემი და ილიასი იქნებოდა. როდესაც ასეთ ღონისძიებას გეგმავ, ბუნებრივია, ბევრი რამ იცვლება.“
„როგორ მოვემზადები? ეს ერთი ჩვეულებრივი დღე იქნება, განსაკუთრებულს არაფერს გავაკეთებ. ამ ბრძოლისთვისაც ისე მოვემზადები, როგორც ყველა დანარჩენისთვის, მაქსიმალურს გავაკეთებ.“
„მას შემდეგ, რაც ბრძოლა ჩამენიშნა, თეთრ სახლზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, ამ შესაძლებლობით აღფრთოვანებული ვარ. რამდენჯერმე გონებაში გავითამაშებ სავარაუდო სცენარებსა და იმ ატმოსფეროს, რაც იქ დამხვდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას მნიშვნელობა არ აქვს. დღევანდელ დღესა და ბრძოლის დღეს შორის დიდი დროა. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, არის ის, თუ რამდენად ბევრს ვიშრომებ, რამდენად დისციპლინირებული და მზად ვიქნები“.
„რამდენად სახიფათოა თოფურია? „ძალიან ადვილი იქნება საკუთარი თავის იმაში დარწმუნება, რომ დიდ საფრთხეში ვარ. მისი ბოლო რამდენიმე გამარჯვება, ისევე როგორც ყველა სხვა მოგება UFC-ში — განსაკუთრებით კი ბოლო სამი თუ ოთხი — იყო გიჟური ნოკაუტები ამ სპორტის უმაღლესი კალიბრის ათლეტების წინააღმდეგ. ეს ნერვების მომშლელია, საშიშია, მაგრამ მეც სწორედ ამას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება, როგორც კონკურენტი. ყოველთვის ყველაზე დიდ ორთაბრძოლებს ვეძებდი და ამას ორ წონაში ვაკეთებდი.“
„ასე რომ, მოთმინება აღარ მყოფნის. ვიტყოდი, რომ აღფრთოვანებული ვარ, თუმცა კარგად ვიცი, რამხელა შრომის ჩადება მომიწევს უახლოეს პერიოდში“.
„თუ ამ ბრძოლას მოვიგებ, წარმოიდგინეთ, რამდენად განსაკუთრებული შეიძლება გახდეს ჩემი კარიერის დასკვნითი ნაწილი. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც გამოვიარე და იმის ცოდნით, თუ რამდენად გიჟური სპორტია ეს“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი 14 ივნისს, თეთრ სახლში გაიმართება.