ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, დენა უაითი
Aa
Aa

ილიასა და ისლამის ჩხუბი ჩაიშალა? | რა კომენტარს აკეთებს დენა უაითი

UFC 326-ის მიმდინარეობისას გამოცხადდა ბრძოლები, რომლებსაც „თეთრ სახლში“ გასამართ UFC Freedom 250-ზე ვიხილავთ. ღონისძიებაზე სულ 6 ჩხუბია ჩანიშნული და მისი მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო დაპირისპირებაა.

პარასკევს UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ჩხუბი, რომელიც „თეთრ სახლში“ უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. უაითის განცხადებას სპეკულაციები მოჰყვა და რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზემოთ ხსენებული ჩაშლილი ორთაბრძოლა ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას შორის უნდა ყოფილიყო.

გამთენიისას, Zuffa Boxing 4-ის შემდგომ პრესკონფერენციაზე უაითს ამ თემაზე შეკითხვა დაუსვეს. დენამ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ თოფურიასა და მახაჩევის ორთაბრძოლა არ განიხილებოდა.

„ეს სიმართლე არ არის. მახაჩევისა და თოფურიას ორთაბრძოლა საერთოდ არ ყოფილა დაგეგმილი. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომელი ჩხუბებია ჩანიშნული და რომელ ორთაბრძოლებს ვიხილავთ. უკვე გითხარით, რომ ჩაშლილი ბრძოლის გარშემო ძალიან უცნაური გარემოებები იყო.

Power Slap-ის ტურნირის მიმდინარეობისას გავიგეთ, რომ ერთი ჩხუბი ჩაიშალა და მიკ მეინარდი, ჰანტერ კემპბელი და შონ შელბი ოფისში დაბრუნდნენ. ისინი იქ დილის 9 საათამდე მუშაობდნენ და ჯასტინ გეიჯი თეთრი სახლის ტურნირზე სწორედ ასე აღმოჩნდა. თავდაპირველად თოფურია ამ ღონისძიებაზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლოს მასაც დაურეკეს. რაც შეეხება მახაჩევს, მას ხელის პრობლემები აქვს. არ ვიცი, რამდენად სერიოზულია და რამდენ ხანს ვერ იჩხუბებს, მაგრამ ვიცი, რომ ტრავმირებულია“, — აღნიშნა დენამ.

ცნობისთვის, „თეთრი სახლის“ ტურნირის თანამთავარი მოვლენა ალექს პერეირასა და სირილ განის დაპირისპირებაა. „პოატანი“ მძიმე წონის დივიზიონში ადის და დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ფრანგ მეტოქესთან იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უაითისთვის არმანი ბევრ ცეცხლს უშვებს - ოლივეირამ სომეხს პრობლემების მოგვარება ურჩია
უაითისთვის არმანი ბევრ ცეცხლს უშვებს - ოლივეირამ სომეხს პრობლემების მოგვარება ურჩია