ილია თოფურია
Aa
Aa

მახაჩევი, გეიჯი და გიჟური კვირა | ილია თოფურიას მენეჯერის კომენტარი

ილია თოფურიას მენეჯერი, მალკი კავა Anik & Florian Podcast-ის სტუმარი იყო და UFC-სთან გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, რომლებიც „თეთრი სახლის“ ტურნირს ეხებოდა. კავამ დაადასტურა, რომ თავდაპირველად „ელ მატადორს“ „თეთრ სახლში“ არ უნდა ეჩხუბა და დასძინა, რომ თოფურიას ორი არჩევანი ჰქონდა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. რეალობა ისაა, რომ ყველა დეტალი პარასკევ საღამოს შეთანხმდა. მეძინა, UFC-მ გამაღვიძა და მითხრა, რომ თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლის ჩანიშვნა სურდათ. მთელი ღამე არ მიძინია, მოლაპარაკებები მქონდა და არც ჰანტერ კემპბელს უძინია. საბოლოოდ შეთანხმებას დილის 11-12 საათზე მივაღწიეთ.

სრული სიგიჟე იყო. კვირის დასაწყისში გვაცნობეს, რომ ილია თეთრი სახლის ტურნირზე არ იჩხუბებდა. შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს: „თოფურიას მონაწილეობით ორთაბრძოლა რომ გავმართოთ, მისი მეტოქე შეიძლება ისლამ მახაჩევი იყოს ან ჯასტინ გეიჯი.“ ჩვენ მახაჩევი ავირჩიეთ და ვუთხარით, რომ ისლამთან დაპირისპირება გვინდოდა. სპორტული თვალსაზრისის გარდა, ფინანსური მხარეც უნდა გავითვალისწინოთ. რაც უფრო მასშტაბურია ჩხუბი, მით მაღალია შემოსავალი და გვინდოდა, მაქსიმალურად მომგებიანი ვარიანტი აგვერჩია.

დენა უაითმა იმიტომ თქვა, თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბი არ იგეგმებოდაო, რომ მხოლოდ საუბარი მიდიოდა და არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ოთხშაბათს შუადღეს გვკითხეს, რა გვინდოდა, საკუთარი პოზიცია შევატყობინეთ, რის შემდეგაც ფინანსური შეთავაზება გაგვიკეთეს, რაც არ მოგვეწონა და კატეგორიული უარი ვთქვით. ამაზე UFC-ს არაფერი უთქვამს და მეგონა, რომ შეთანხმება არ შედგა.

ოთხშაბათი ისე გავიდა, რომ მეგონა, ილიას არ უნდა ეჩხუბა. ხუთშაბათს თოფურიასთვის უნდა დამერეკა და მეკითხა, რა და როგორ უნდოდა, მაგრამ რადგან მეგონა, რომ ორთაბრძოლა არ იგეგმებოდა, ეს არ გამიკეთებია. თანაც ხუთშაბათს ოპერაცია ჩამიტარდა და სარეაბილიტაციო პერიოდს გავდიოდი.

პარასკევ საღამოს ადრე დავიძინე და ჰანტერ კემპბელმა დამირეკა. მეძინა და ტელეფონს ვერ ვუპასუხე. შემდეგ ჩემმა ძმამ მობილური ამიფეთქა და ღამის 12-ზე ჰანტერს გადავურეკე. 12 საათიდან დილის 11 საათამდე უწყვეტი მოლაპარაკებები მიდიოდა. ერთ მხარეს ჰანტერს ველაპარაკებოდი, მეორე მხარეს — ილიას. დენა არ იტყუება. ისლამთან ჩხუბი შეთანხმებული არ ყოფილა, უბრალოდ ამაზე ვილაპარაკეთ. მახაჩევთან ორთაბრძოლაზე თანხმობა გვქონდა მიცემული, მაგრამ დეტალები არ მიგვიღია.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ ტურნირის მთავარი მოვლენაა. თანამთავარ მოვლენაში ერთმანეთს ალექს პერეირა და სირილ განი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, მალე დაბრუნდება“ - სლოტმა ალისონის მდგომარეობაზე ისაუბრა
„იმედია, მალე დაბრუნდება“ - სლოტმა ალისონის მდგომარეობაზე ისაუბრა