გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„იმედია, მალე დაბრუნდება“ - სლოტმა ალისონის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „გალათასარაისთან“ მატჩის წინ ალისონ ბეკერის მდგომარეობაზე ისაუბრა.

რას ამბობს სლოტი:

„ალი სავარჯიშო სესიაზე იყო, რაც ბევრს უნდა დაენახა დაინახა. თუმცა, სამწუხაროდ, ვარჯიშის დასასრულს მან რაღაც დისკომფორტი იგრძნო. ექიმებმა გასინჯეს და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხვალ სათამაშოდ ის მზად არ იქნებოდა, ამიტომ მგზავრობას აზრი არ ჰქონდა“.

კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ბრაზილიელი მეკარე კვირას „ტოტენჰემთან“ მატჩისთვის, სლოტმა ასეთი პასუხი გასცა:

„ამის შანსი ნამდვილად არსებობს. არ ვფიქრობთ, რომ ეს რაიმე სერიოზულია, თუმცა ხვალინდელი თამაშისთვის ნამდვილად არ იყო“.

შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერმა სტამბოლში გამგზავრებამდე, გუნდის ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც „ლივერპულს“ თურქეთში არ გაყვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „გალათასარაის“ წინააღმდეგ მერსისაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალისონი ვერ ითამაშებს | მამარდაშვილი გალათასარაისთან ძირითადში იქნება
ალისონი ვერ ითამაშებს | მამარდაშვილი გალათასარაისთან ძირითადში იქნება