ალისონი ვერ ითამაშებს | მამარდაშვილი გალათასარაისთან ძირითადში იქნება
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ მეტოქე „გალათასარაი“ გახლავთ. მერსისაიდელები პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავენ და „წითლების“ კარს ქართველი გოლკიპერი დაიცავს.
ფაბრიციო რომანოსა და ინგლისური პრესის ინფორმაციით, ალისონ ბეკერი თურქეთში ვერ გაემგზავრა. ბრაზილიელ ფეხბურთელს ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს (ვარჯიშზე ტრავმა მიიღო) და ძირითად შემადგენლობაში მამარდაშვილს ვიხილავთ.
????⚠️ Alisson will miss Liverpool game vs Galatasaray this week with a fitness issue.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 9, 2026
Mamardashvili to start in goal for #LFC against Gala. pic.twitter.com/BIzNHQQfcF
შეგახსენებთ, რომ „გალათასარაისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა 10 მარტს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 21:45-ზე დაიწყება.