„ფსონს ილიას გამარჯვებაზე ჩამოვიდოდი“ - ოლივეირა თოფურია-გეიჯის ჩხუბზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და BMF ქამრის ახალმა მფლობელმა, ჩარლზ ოლივეირამ მაქს ჰოლოუეისთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და თავისი პროგნოზი გააზიარა. ბრაზილიელმა თოფურიასთან შესაძლო რემატჩიც განიხილა.
რას ამბობს ოლივეირა:
„მაგარი ბრძოლა იქნება, მაგრამ ჩემს ფსონს ილია თოფურიას გამარჯვებაზე ჩამოვიდოდი. რეალურად, რევანშებს არ ვეძებ და არც იმ ბიჭებზე შურისძიებაა ჩემი მიზანი, ვისაც ჩემთან უბრძოლია. უბრალოდ ბრძოლა მინდა, მინდა რომ მოვიგო და გავხდე ჩემპიონი. ასე რომ, ვინც ფლობს ქამარს, სწორედ მას ვებრძვი. კონკრეტულად ილიასთან რევანშს არ ვეძებ.“
შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირა და ილია თოფურია ერთმანეთს გასული წლის ივნისში შეხვდნენ და მაშინ, ქართველმა მებრძოლმა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით გაიმარჯვა, რის შედეგადაც, მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ილია თოფურიასა ჯასტინ გეიჯის ბრძოლა 14 ივნისს, თეთრ სახლში გაიმართება.