ალფონსო დევისი
Aa
Aa

პირველი ფრე მსოფლიოზე - კანადამ ბოსნია & ჰერცეგოვინას ვერ მოუგო

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქმეში მეორე მასპინძელი ქვეყანაც ჩაერთო. B ჯგუფის პირველ ტურში კანადის ნაკრები ტორონტოში ბოსნია & ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.

კანადელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. გუნდს ლიდერი და კაპიტანი, ალფონსო დეივისი ვერ ეხმარებოდა. „ბაიერნის“ ფეხბურთელი სამატჩო განაცხადში მაინც შეიყვანეს, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა მისი მდგომარეობით აღარ გარისკა.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში 21-ე წუთზე ბოსნიელებმა ლუკიჩის გოლით გახსნეს, კანადამ კი 78-ე წუთზე წონასწორობა ლარინის გოლით აღადგინა. დარჩენილ დროში კანადას კიდევ ჰქონდა რამდენიმე შანსი, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

B ჯგუფის მეორე შეხვედრა შვეიცარიისა და კატარის ნაკრებებს შორის 13 ივნისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება. უახლოესი მატჩი კი დილის 5 საათზე, აშშ-სა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსებობს ფაქტორები, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ“ - რონალდუ მუნდიალზე
„არსებობს ფაქტორები, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ“ - რონალდუ მუნდიალზე