ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„დიდებულ თამაშს დიდი ფეხბურთელები ქმნიან“ - ნეაპოლში კვარა და ოსიმენი გაიხსენეს

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო რავეცანიმ ნეაპოლური ტელევიზია Calcio Napoli 24-ის ეთერში „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის შესახებ ისაუბრა და ანტონიო კონტე გააკრიტიკა. ჟურნალისტმა ნეაპოლური გუნდის ყოფილი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენიც გაიხსენა.

„ალეგრი მილანიდან გაათავისუფლეს, მას ომი გამოუცხადეს და საკმაოდ უხეშად გაუშვეს. ახლა მას რევანშის აღება სურს, მათ შორის იმიჯის გამო და მილანისგან კომპენსაციას ითხოვს. თუმცა, ალეგრიმ არ უნდა იძიოს შური ნაპოლის ხარჯზე, ამიტომ არ შეუძლია ამ საკითხის დიდხანს გაწელვა. სასაცილოა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს მილანს.

დიდებულ თამაშს დიდი ფეხბურთელები ქმნიან და არა მწვრთნელები. გავიხსენოთ, როგორ თამაშობდნენ კვარაცხელია და ოსიმენი. მათთან ერთად ყველაფერი მარტივი იყო, გუნდი ძალიან კარგად და ლამაზად თამაშობდა. მათი წასვლის შემდეგ კი კონტე წუწუნის მეტს, არაფერს აკეთებდა.

მილანმა სეზონის რთულ მომენტში ვერ შეძლო კლუბში არსებული ქაოსის მართვა, მაგრამ ალეგრის მილანმა თავდასხმაში ალტერნატივების გარეშე ითამაშა. არ ვფიქრობ, რომ ის, როგორც მწვრთნელი, უკვე ამოწურულია.

ნაპოლი ალეგრისთან ერთად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც წინასწარ წუწუნებს ხოლმე, როგორც ამას კონტე და გასპერინი აკეთებენ“, - ამბობს რავეცანი.

შეგახსენებთ, რომ 2025/26 წლების დასრულების შემდეგ ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, აურელიო დე ლაურენტისმა კი მის შემცვლელად „მილანის“ ყოფილი დამრიგებელი, მასიმილიანო ალეგრი მიიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველ რიგში, კვარაცხელია დაგვაკლდება“ - ბენიტესმა მუნდიალზე ისაუბრა
„პირველ რიგში, კვარაცხელია დაგვაკლდება“ - ბენიტესმა მუნდიალზე ისაუბრა