ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ბენიტესი
Aa
Aa

„პირველ რიგში, კვარაცხელია დაგვაკლდება“ - ბენიტესმა მუნდიალზე ისაუბრა

„ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი წუხს იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა ვერ მიიღო. La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რომელი დიდი მოთამაშე დააკლდება 2026 წლის მუნდიალს, ესპანელმა უპასუხა:

„ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: პირველ რიგში, კვარაცხელია დაგვაკლდება, ის ყველაზე მეტად მოგვენატრება. შემდეგ, რა თქმა უნდა ოსიმენიც, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაპოლიში“ თამაშობდნენ და ამ გუნდს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თუმცა, ასევე უნდა დავამატო ჟიელინსკი და ლევანდოვსკიც — ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი.“

კვარაცხელია ბრწყინვალე იყო ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში 10 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა შეასრულა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მუნდიალზე მისი არყოფნა დიდ სიცარიელეს დატოვებს“ - ესპანური გამოცემა კვარაზე
„მუნდიალზე მისი არყოფნა დიდ სიცარიელეს დატოვებს“ - ესპანური გამოცემა კვარაზე