ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„ყველაფრისთვის მზად ვარ“ - ალექსანდრე თოფურიამ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ Full Send MMA-სთან ინტერვიუს დროს თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რას ამბობს თოფურია:

ჟურნალისტი: ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა? პირველ რიგში, როგორ ხარ? საერთოდ, როგორ მიდის შენი ცხოვრება? და როგორ გამოიყურება შენი MMA კარიერა?

ალექსანდრე თოფურია: ძალიან მაგრად ვარ, მადლობა ღმერთს. ბედნიერი ვარ ყველაფრით, რაც ღმერთმა მომცა ამ ცხოვრებაში. ჩემი სპორტული კარიერა... როგორც ხედავთ, ჩემი ერთ-ერთი საქმე ჩემი ძმის მწვრთნელობაა. ეს ძალიან, ძალიან კარგად მიდის. იდეალურად. ამბობენ, რომ სრულყოფილება არ არსებობს, მაგრამ ამ მომენტისთვის უკეთეს სცენარს ვერც ვინატრებდი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. რაც შეეხება მებრძოლის კარიერას, რა შემიძლია ვთქვა... UFC-ში 2-0 მაქვს, წინ მივდივარ და ყველაფრისთვის მზად ვარ. ასე რომ, ახლა ჩემი ცხოვრებით ვტკბები. ჩემი ოჯახი კარგადაა, ყველა კარგადაა და უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ამ სამყაროში მშვიდობა იქნება. სულ ეს არის.

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში ბოლოს 2025 წლის ნოემბერში იჩხუბა და ყაზახი ბეკზატ ალმახანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცა. MMA-ში ქართველი მებრძოლის რეკორდი 7 მოგება და 1 მარცხია, UFC-ში ჩატარებული 2 ბრძოლიდან კი ორივე მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო მეტად სტრატეგიაზე ვიყავი ფოკუსირებული“ - ალექსანდრე თოფურია
„უფრო მეტად სტრატეგიაზე ვიყავი ფოკუსირებული“ - ალექსანდრე თოფურია