ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„უფრო მეტად სტრატეგიაზე ვიყავი ფოკუსირებული“ - ალექსანდრე თოფურია

ილია თოფურიას ძმამ, ალექსანდრე თოფურიამ Full Send MMA-Youtube-არხზე ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბზე და ილიას მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა.

ჟურნალისტი: შემიძლია გკითხო, რა იყო ამ მოსამზადებელი ეტაპის ყველაზე კონკურენტული ნაწილი შენსა და ილიას შორის? როცა ტატამზე იყავით ან სპარინგობდით, ყველაზე დიდი კონკურენცია რაში იგრძნობოდა?

ალექსანდრე თოფურია: საქმე ისაა, რომ გუნდში ბევრი ხალხი გვყავს. ამიტომ, ამ კემპზე, ცოტა უფრო მეტად სტრატეგიაზე ვიყავი ფოკუსირებული, ვიდრე მასთან ფიზიკურ ჭიდილზე. ვერ გეტყვით, რომელი იყო ყველაზე კონკურენტული ნაწილი, რადგან მასთან ყველაფერი კონკურენტულია. ვერ გამოვყოფ დარტყმებს, ჭიდაობას თუ გრეპლინგს, რადგან ყველგან სიგიჟეა.

ჟურნალისტი: ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვირუსული ვიდეო იყო ის, სადაც ილიას აჩვენებდი, თუ როგორ უნდა დაეფინიშებინა მაქს ჰოლოუეი. გაქვთ თუ არა მსგავსი ანალიზი ან ისეთი რამ, რაც ჯასტინ გეიჯისთან მიმართებაშიც დაინახეთ? ცხადია, ბევრს ვერაფერს იტყვით, მაგრამ დროთა განმავლობაში, თუ ამ შაბათ-კვირას ნოკაუტი ვიხილეთ, იქნება თუ არა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ილიას ზუსტად აჩვენებდი, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს?

ალექსანდრე თოფურია: უნდა ვთქვა, რომ ის ვიდეო, რაც ნახეთ, არ იყო ერთადერთი გზა, რასაც ვხედავდი. წარმოიდგინეთ, რომ ჩემს ძმას ვეუბნები: ამით დააფინიშებ-მეთქი. თანაც, ვსაუბრობთ მაქს ჰოლოუეიზე, ბიჭზე, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს. წინასწარ ვერ იტყვი, რომ ზუსტად ეს მოხდება. მე ვუთხარი ეს კომბინაცია, მაგრამ ამავდროულად, ამ ვიდეოების, სცენარების და მთელი ამ ამბების მიღმა, მე მას კიდევ ბევრი სხვა რამეც ვაჩვენე. ისიც ბევრ რამეს გვაჩვენებს ხოლმე. მაგრამ საბოლოოდ, სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ „ერთი-ორი“ კომბინაციაზე, დისტანციის შემცირებაზე და კიდევ სხვა დეტალებზე... მე ჯადოქარი არ ვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დამთხვევა ნამდვილად იყო. ეს კარგი ნამუშევარი იყო და ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგაც ბევრი რამ გვექნება საჩვენებელი. თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც ვფიქრობთ, ძალიან მაგარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი საქართველოს დროით 15 ივნისს, თეთრ სახლში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უბრალოდ, მისი ცოლი დავიცავი“ - გეიჯი თოფურიას პასუხობს
„უბრალოდ, მისი ცოლი დავიცავი“ - გეიჯი თოფურიას პასუხობს