თოფურია: ოლივეირას უნიკალური აზროვნება და მებრძოლი სული აქვს
ილია თოფურია UFC 326-ზე ჩარლზ ოლივეირას გამოსვლით აღფრთოვანებულია.
ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ის „დუ ბრონქსის“ მიმართ პატივისცემას გრძნობს.
„ბოლო ბრძოლაში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის იყო მტკიცე, თავდაჯერებული და აცნობიერებდა, რას აკეთებდა. ამ ბიჭს ნამდვილად ლომის გული აქვს — საბრძოლოდ ასეთ განწყობას ხშირად ვერ შეხვდებით. როდესაც UFC-ში ვინმე მარცხდება, მაშინვე შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ ეკარგება მას აურა და თავდაჯერებულობა. თუმცა ჩარლზს უნიკალური აზროვნება და მებრძოლი სული აქვს. მის მიმართ მხოლოდ პატივისცემას ვგრძნობ. ის ძალიან მომწონს“, — განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ UFC 326-ზე ჩარლზ ოლივეირამ BMF-ის ქამარი მოიპოვა, როდესაც მაქს ჰოლოუეი მსაჯთა ერთხმოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.