ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი, სონგ იადონგი
Aa
Aa

„ეს იღბლიანი დარტყმა იყო“ - მახაჩევი სონგი-უმარის ბრძოლაზე

ისლამ მახაჩევმა სონგ იადონგთან ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვის ნოკაუტით მარცხის შესახებ ისაუბრა.

„ის ძალიან კარგად იყო მომზადებული, ყველა კემპი ერთად გავიარეთ. უნარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უმარი მეტოქეზე ძლიერია. მაგრამ ეს MMA-ა, პატარა ხელთათმანები... ლაქი-ფანჩი (იღბლიანი დარტყმა). უმარს ყველაფერი წინ აქვს, ის ძალიან გამოცდილია.

ადრე თუ გვიან ის ჩემპიონი გახდება. უბრალოდ წარუმატებლობების სერია და ტრავმები, ასეთი მომენტები ხელს გიშლის. მაგრამ თუ მოტივაციას არ დაკარგავს და ისევ ისე ივარჯიშებს, დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩემპიონი გახდება.

უმარმა ეს მარცხი ნორმალურად გადაიტანა. მზადაა ვარჯიში გააგრძელოს. ახლა გაჩერება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ამ წაგებამ რამდენიმე პოზიციით უკან დახია, თან კონკურენტული წონაა. მინიმუმ ორი ბრძოლის ჩატარებაა საჭირო, რათა კვლავ პრეტენდენტი გახდეს“,

- განაცხადა მახაჩევმა.

მახაჩევს ასევე ჰკითხეს, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ უსმან ნურმაგომედოვი UFC-სთან კონტრაქტს გააფორმებს.

„90%-ით შეიძლება, რომ ამის მოლოდინი გვქონდეს“,

- თქვა მახაჩევმა.

მანამდე ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ PFL-თან კონტრაქტით ბოლო ბრძოლა ჩაატარა. დენა უაითმა უსმანის UFC-ში დამატების მიმართ ინტერესი უკვე გამოხატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები