მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი, ტიმ უელჩი, სონგ იადონგი
Aa
Aa

„სონგი მერაბისთვის დიდი პრობლემა იქნება“ - ომალის მწვრთნელის პროგნოზი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ სონგ იადონგის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ქამრის დაბრუნებას შეძლებს, მომდევნო სატიტულო ჩხუბს ჩინელ მებრძოლთან გამართავს, სონგ იადონგი კი მისთვის სერიოზული პრობლემა იქნება.

რას ამბობს „შუგა“:

„სონგ იადონგმა იანვარში „შუგასთან“ იჩხუბა და დამარცხდა. დაბრუნდა, დეივესონ ფიგერედო აიძულა დანებებულიყო და შემდეგ უმარ ნურმაგომედოვი დაანოკაუტა.

მინდა ვნახო სონგისა და მერაბის ბრძოლა. ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი წლით ადრე ვამბობდი, სანამ თავად ვიჩხუბებდი დვალიშვილთან: სონგი მისთვის პრობლემა იქნება.

თუ მერაბი ტიტულს მოიგებს, მისი და სონგის ბრძოლა შედგება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სონგ იადონგი უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა და რუსი მებრძოლი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა, რითაც დიდი ალბათობით, ტიტულისთვის ჩხუბის უფლება მიიღო. მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 25 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან და მათ შორის გამარჯვებულს სავარაუდოდ, სონგ იადონგი შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორივე სასტიკად გაანადგურეს, ამიტომ...“ - ჰოკიტმა ილიაზე და პერეირაზე ისაუბრა
„ორივე სასტიკად გაანადგურეს, ამიტომ...“ - ჰოკიტმა ილიაზე და პერეირაზე ისაუბრა