გეიჯი: მახაჩევს პატივს ვცემ, მისი ფანი ვარ, მაგრამ მისი სტილი არ მომწონს
ჯასტინ გეიჯი ისლამ მახაჩევის დიდი გულშემატკივარია და პატივისცემით ეპყრობა დაღესტნელი მებრძოლის მიღწევებს, თუმცა ამერიკელს დიდად არ მოსწონს ის სტილი, რომლითაც UFC-ის ჩემპიონი ქვესაშუალო წონაში თავის ბრძოლებს ატარებს.
ამის შესახებ „ჰაილაითმა“ დემეტრიუს ჯონსონთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ აფასებს მახაჩევის ბოლო გამოსვლას იან მაჩადო გარის წინააღმდეგ.
„მე მომწონს გამარჯვებულები, ამიტომ ისლამ მახაჩევის დიდი ფანი ვარ, მაგრამ არა მისი სტილის. ცხადია, როცა MMA-ს ვუყურებ, მინდა ცოტა სხვა რამ ვნახო. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი გემოვნება აქვს. არის თუ არა ის საღამო, როცა ისლამ მახაჩევი ჩხუბობს, ჩემთვის საყვარელი? არა. მაგრამ მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმას, თუ რატომ იმყოფება ის ასეთ დონეზე,“
- განაცხადა UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში.
ამასთან, გეიჯი მაღალ შეფასებას აძლევს ისლამის შრომის ეთიკასა და მის დისციპლინას.
„უზარმაზარ როლს თამაშობს ის, რომ ეს ბიჭები სამბოთი არიან დაკავებულნი და ძალიან პატარა ასაკიდან იცნობენ მტკივნეულ და მახრჩობელა ილეთებს. უფრო მეტიც, ისინი მუსლიმები არიან. ისინი მთელი ცხოვრება არ სვამენ და არ ეწევიან. მათ დისციპლინას ბადალი არ ჰყავს. ის იმსახურებს ყველა თავის ჯილდოსა და მიღწევას, ხოლო ის, თუ როგორ ჩხუბობს და რას ფიქრობს ხალხი ამაზე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“
- დასძინა მებრძოლმა.
სანამ ქვესაშუალო წონაში გადავიდოდა, ისლამ მახაჩევმა ოთხჯერ დაიცვა UFC-ის საჩემპიონო ქამარი მსუბუქ წონაში და დივიზიონის რეკორდი დაამყარა ზედიზედ ჩატარებული ტიტულის დაცვების რაოდენობით.