„მოეშვით ამ კაცს“ - თოფურია ხაბიბთან შესაძლო ბრძოლაზე
ილია თოფურია დაინტერესებული არ არის საუბრებით ჰიპოთეტურ ბრძოლაზე UFC-ის ყოფილ ჩემპიონთან მსუბუქ წონაში, ხაბიბ ნურმაგომედოვთან, რომელმაც კარიერა თითქმის ექვსი წლის წინ დაასრულა.
„ელ მატადორის“ თქმით, ხაბიბმა უკვე ჩაწერა თავისი სახელი სპორტის ისტორიაში და არ აპირებს ოქტაგონზე დაბრუნებას, ამიტომ ასეთი შესაძლებლობის განხილვასაც კი აზრი არ აქვს.
„დაანებეთ ამ ადამიანს თავი. მან უკვე დაასრულა კარიერა. არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა ეს ბრძოლა და ამას ვერც ვერასდროს გავიგებთ. არ ვფიქრობ, რომ ხაბიბი ოდესმე დაბრუნდება და მის მიმართ მხოლოდ პატივისცემას განვიცდი. მისი გზა UFC-ში განსაცვიფრებელი იყო, ისევე როგორც მთელი მისი პროფესიონალური კარიერა. ამიტომ ახლა, ვფიქრობ, მასზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს“,
- განაცხადა ქართველმა მებრძოლმა ვაშინგტონში პრესასთან საუბრისას.
ამ უქმეებზე, თეთრ სახლთან დაგეგმილი UFC-ის სადღესასწაულო ტურნირის მთავარ ბრძოლაში, ილია თოფურია მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრის დასაცავად დროებითი ტიტულის მფლობელის, ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.