ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, დენა უაითი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანის მილიონი დოლარი ილიას წაგებაზე | დენა უაითის კომენტარი

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, არმან ცარუკიანზე ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ცარუკიანი ილია თოფურიას წაგებაზე 1 მილიონი დოლარის ოდენობის ფსონს განათავსებს. უაითი „Full Send Podcast“-ის სტუმარი იყო და მას არმანის ფსონის შესახებ ჰკითხეს.

„როგორც გავიგე, ცარუკიანს 1 მილიონი დოლარის ოდენობის ფსონი არ განუთავსებია. ილიას წაგებაზე 1 მილიონი არმანის ერთ-ერთმა მეგობარმა დადო. მე ეს ინფორმაცია მომაწოდეს“.

ზემოთ ხსენებული ფსონის შემდეგ დაიწერა, რომ არმანი UFC-დან გაგდების საფრთხის ქვეშ იყო, რადგან 2022 წელს ორგანიზაციამ მებრძოლებსა და მწვრთნელებს UFC-ის ჩხუბებზე ფსონების დადება კატეგორიულად აუკრძალა. როგორც გაირკვა, ცარუკიანს მსგავსი არაფერი ემუქრება.

ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი, თბილისის დროით, 15 ივნისს არის დანიშნული. ეს დაპირისპირება „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდება | რას აპირებს ქართველი კალათბურთელი
მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდება | რას აპირებს ქართველი კალათბურთელი