ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„გეიჯიმ დანებება აიძულა, სხვა მეტოქე მოუძებნეთ“ - ბელალმა თოფურიაზე ისაუბრა

ჯონ ანიკის მიერ წამოწყებული კამპანია და მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მსუბუქ წონით კატეგორიაში ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას შორის რევანში უნდა შედგეს, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა კიდევ უფრო განავრცო და დაადასტურა, რომ ორგანიზაციის შიგნით ამ ჩხუბის კიდევ ერთხელ ჩანიშვნის შესაძლებლობაზე სრული სერიოზულობით მსჯელობენ. თოფურია-გეიჯი 2-ის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ბელალ მუჰამედი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„არ ვფიქრობ, რომ ილია თოფურიამ რემატჩი დაიმსახურა. ეს მართლაც მშვენიერი ბრძოლა იყო, მაგრამ გეიჯიმ მას დანებება აიძულა. ჯასტინმა ილია გატეხა, რის გამოც აჯობებს UFC-ის შეფებმა ქართველისთვის სხვა მეტოქე მოძებნონ. ვფიქრობ, ამ მხრივ თოფურიას პედი პიმბლეტისთან დაპირისპირება აზრს მოკლებული არ იქნებოდა“.

ცნობისათვის, ბელალ მუჰამედმა თავისი ბოლო ბრძოლა გაბრიელ ბონფიმთან გამართა და მართალია მხოლოდ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, მაგრამ მანაც არანაკლები ზიანი მიიღო ბრაზილიელისგან, ვიდრე ილიამ გეიჯისგან, რის გამოც მისი მხრიდან ასეთი რიტორიკა თოფურიას მისამართით, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად უადგილოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიასთან რემატჩით გეიჯი ვერაფერს მიიღებს“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი
„ილიასთან რემატჩით გეიჯი ვერაფერს მიიღებს“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი