ენტონი სმიტი: თოფურია მახაჩევთან ჩხუბს არ უნდა დათანხმდეს
UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ენტონი სმიტი ფიქრობს, რომ ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთვის ძალიან ცუდი მეტოქე იქნება.
„ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იდეაა. მიმაჩნია, რომ ისლამი თოფურიასთვის ძალიან, ძალიან ცუდი მეტოქეა. ისინი ორი სრულიად განსხვავებული ადამიანია და აბსოლუტურად განსხვავებული ზომები აქვთ“, — განაცხადა სმიტმა.
შეგახსენებთ, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი 14 ივნისს, საქართველოს დროით კი 15 ივნისის დილას გაიმართება. ცნობისთვის, UFC Freedom 250-ს აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია უმასპინძლებს.
გეტყვით ასევე, რომ იანვარში UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის, ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტი დაამარცხა, ხოლო ილია თოფურიამ უკანასკნელად ერთი წლის წინ იჩხუბა და საჩემპიონო ქამარი ჩარლზ ოლივეირას გათიშვის შემდეგ მოიპოვა.