ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

მერკვილაძის 5 მოხსნა - ჩემპიონობა გადაიდო

ალექსანდრე მერკვილაძეს სეზონის პირველი ნახევრისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში ბელგიის საკალათბურთო ჩემპიონატში თავის გამოჩენის საშუალება ისე აღარ ეძლევა და მისი სათამაშო წუთები საგრძნობლად არის შემცირებული. ამ ყველაფრის ზუსტ მიზეზზე საუბარი ყველასთვის რთული იქნება, ვინც გუნდის შიდა სამზარეულოში არ არის ჩახედული.

ფინალურ სერიაში კი, მერკვილაძის და მისი თანაგუნდელების გამარჯვება კიდევ რამდენიმე დღით გადაიდო. „ოსტენდე“ სერიის მეოთხე მატჩში „ანტვერპენს“ მასპინძლობდა და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას ინაღდებდა, თუმცა მინიმალური სხვაობით, 69:70 დამარცხდა. მერკვილაძე შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და 7 წუთში 5 მოხსნა დააგროვა, მას სროლის ერთადერთი მცდელობა ჰქონდა, თუმცა პერიმეტრის ხაზიდან ააცილა.

ცნობისათვის, ალექსანდრე და მისი თანაგუნდელები ფინალური სერიის გადამწყვეტ, მეხუთე შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ და მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდება | რას აპირებს ქართველი კალათბურთელი
მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდება | რას აპირებს ქართველი კალათბურთელი