„თოფურია თაობის ტალანტია“ - ასპინალი ილიათი აღფრთოვანებულია
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა ტომ ასპინალმა The Sun Sport-თან ინტერვიუში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და ქართველი მებრძოლის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.
რას ამბობს ასპინალი:
„Pound-for-pound-ზე რა გითხრათ, ამ რეიტინგს ისედაც არ ვეთანხმები. ვფიქრობ, სრული სისულელეა, მაგრამ ილია თოფურია საოცარია. ის ნამდვილად თაობის ტალანტია. გამიმართლა, რომ იქ ვიყავი და მის ჩხუბს ცოცხლად ვუყურე. როცა თოფურიას ახლოდან ადევნებ თვალს, მაშინვე ხედავ მის დონეს. უბრალოდ, ხედავ, რამდენად მაგარია და ზოგადად, რა მოაქვს მას. ვფიქრობ, ამ წონით კატეგორიაში კიდევ დიდხანს იქნება ჩემპიონი, ის ფანტასტიკურია.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დროით ორშაბათს, დილის საათებში ილია თოფურია თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.