ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

შექმნილი რეალური საგოლე შანსები | ეგოიანი ერედივიზიეში ერთ-ერთი საუკეთესოა

Scouting Stats-მა ერედივიზიის მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელი ირაკლი ეგოიანი ფიგურირებს.

ერედივიზიაში, 7 ტურის შემდეგ, შექმნილი რეალური საგოლე შანსების რაოდენობით ოსკარ გლუხი („აიაქსი“) და მაურო ჟუნიორი (პსვ) ლიდერობენ — მათ 6-6 რეალური საგოლე შანსი შექმნეს. მათ ირაკლი ეგოიანი მოჰყვება, „ექსელსიორის“ ნახევარმცველის ანგარიშზე 5 რეალური საგოლე შანსია.

ოსკარ გლუხი (აიაქსი)/ მაურო ჟუნიორი (პსვ) - 6

ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი) - 5

ჯოელ იდეჰო (სპარტა როტერდამი) -  4

დაან როტსი (ტვენტე)/სიმონ იანსენი (ექსელსიორი)/ვიქტორ ედვარდსენი (გოუ ეჰედ იგლსი)/ ჯივაი ზეკიელი (ფეიენოორდი)/ ბარტ ვან როი (ტვენტე) / ბას კუიპერსი (სპარტა როტერდამი) -  4

ცნობისთვის, ეგოიანმა ერედივიზიის მიმდინარე სეზონში „ექსელსიორის“ შვიდივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მის აქტივში 2 გოლი („კამბურთან“ და „ვილემ II“-თან) და 5 საგოლე პასია („კამბურთან“, პსვ-სთან, „ვილემ II“-თან, „ნეიმეგენთან“ და „აიაქსთან“).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერედივიზიეს საშუალო დონეს 66%-ით უსწრებს | Football Observatory-ს მონაცემები ეგოიანზე
ერედივიზიეს საშუალო დონეს 66%-ით უსწრებს | Football Observatory-ს მონაცემები ეგოიანზე