ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

„ბრწყინვალე ტექნიკა აქვს და გოლის გატანაც შეუძლია“ | ფეიენოორდს ეგოიანი კიდევ ერთხელ ურჩიეს

მარიო ბეენმა „აიაქსისა“ და „ექსელსიორის“ შეხვედრას თვალი დიდი ინტერესით მიადევნა. ნიდერლანდელი სპეციალისტის დაკვირვების ობიექტი ირაკლი ეგოიანი გახლდათ, რომელმაც „აიაქსის“ წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „ფეიენოორდის“ ექს-თავკაცი ბეენი თვლის, რომ ქართველი ნახევარმცველი კარიერული წინსვლისთვის მზად არის.

„თუ ვასახელებთ ფეხბურთელს, რომელსაც, ჩემი გადმოსახედიდან, მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად ყველა საჭირო თვისება აქვს, მაშინ ეგოიანზე უნდა ვისაუბროთ. მას ყველაფერი აქვს — შესანიშნავად დარბის, ბრწყინვალე ტექნიკით გამოირჩევა და გოლის გატანაც შეუძლია.

ჩემი ფავორიტი, რა თქმა უნდა, „ფეიენოორდია“ და ყოველთვის ამ კლუბის მხარეს ვიხრები. „ექსელსიორს“ ბევრი ფეხბურთელი ჰყოლია, რომლებსაც გადამწყვეტი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ეს უბრალო რჩევაა და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ“, — განაცხადა ბეენმა.  

ცნობისთვის, ეგოიანმა „აიაქსთან“ საგოლე გადაცემა მიითვალა და აიმენ სლიტის გაატანინა. 0:0-ზე ირაკლიმ სლიტი მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა ახალგაზრდა ფორვარდმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. გამოსარჩევია კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც ეგოიანის წინააღმდეგ საჯარიმოში წესები დაარღვიეს, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლს იმსახურებდა, შესანიშნავი ფეხბურთელია“ | ინიგო პერესმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
„გოლს იმსახურებდა, შესანიშნავი ფეხბურთელია“ | ინიგო პერესმა მიქაუტაძეზე ისაუბრა