ალექს პერეირა, დენიელ კორმიე
Aa
Aa

„ამ სამეულზე წინ პერეირას ვერ დავაყენებ“ - კორმიე დენას არ დაეთანხმა

UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა ალბათ უფრო მეტად თეთრი სახლის ღონისძიების მნიშვნელობის გასაზრდელად, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ალექს პერეირა სირილ განს დაამარცხებს და სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება, მას ყველა დროის საუკეთესოობაზე სრულიად საფუძვლიანი პრეტენზია ექნება და ჯონ ჯონსზე წინ თუ დააყენებენ, ალოგიკური არანაირად არ იქნება. დენას კატეგორიულად არ დაეთანხმა UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი დენიელ კორმიე, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

დენა უაითის ამ მოსაზრებას ვერანაირად ვერ დავეთანხმები. კი ბატონო, გახდეს მძიმე წონის ჩემპიონი, მაგრამ დიდებისკენ მიმავალ გზაზე ამ ტიტულის დაცვა დასჭირდება. სამი დივიზიონის ჩემპიონობა საოცარი მიღწევაა, თუმცა პირადად მე ჯერჯერობით მზად არ ვარ „პო ატანი“ ჟორჟ სენ-პიერზე და ხაბიბ ნურმაგომედოვზე წინ დავაყენო. მთავარი დამავიწყდა - ჯონ ჯონსი... ყველამ იცის, რომ ის არასოდეს მომწონდა, მაგრამ პერეირას „ბოუნსს“ ნამდვილად ვერ შევადარებდი“.

შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირა კარიერის მანძილზე ჯერ საშუალო, შემდეგ კი ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. „პო ატანმა“ ბოლო ორი ბრძოლა ქვემძიმე წონაში მაგომედ ანკალაევის წინააღმდეგ ჩაატარა და თუ პირველ შემთხვევაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, რემატჩში დაღესტნელს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოეშვით ამ კაცს“ - თოფურია ხაბიბთან შესაძლო ბრძოლაზე
„მოეშვით ამ კაცს“ - თოფურია ხაბიბთან შესაძლო ბრძოლაზე