ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

რუფის შემდეგ ვოლკანოვსკიც - ალექსს მთავარი ბრძოლის დაზღვევა სურს

UFC-ის ჩემპიონი ქვემსუბუქ წონაში, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ვაშინგტონში იმყოფება და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში შემცვლელად გამოვიდეს სადღესასწაულო ტურნირის მთავარ ბრძოლაში (თოფურია vs გეიჯი), რომელიც 14 ივნისს თეთრ სახლთან გაიმართება.

„უბრალოდ იცოდეთ: მე ყოველთვის მზად ვარ“,

- განაცხადა ავსტრალიელმა ვიდეოში, რომელიც თეთრი სახლის ფონზე გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა.

თავდაპირველად ღონისძიების მთავარი ბრძოლის სათადარიგო მონაწილედ, რომელშიც ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი მსუბუქ წონაში UFC-ის დროებით და მოქმედ ტიტულებს გააერთიანებენ, არმან ცარუკიანი დასახელდა. თუმცა, სომეხი მებრძოლი ოფიციალური აწონვის ცერემონიაზე დასწრებას არ აპირებს, საჩემპიონო წონის ჩაბარებას კი ბრაზილიელი მაურისიო რუფი გეგმავს, რომელსაც ბრძოლა ამერიკელ მაიკლ ჩენდლერთან აქვს დანიშნული.

ალექს ვოლკანოვსკიმ მანამდე განაცხადა, რომ ოქტაგონზე დაბრუნებას მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს და სურს, რომ მისი მეტოქე დივიზიონის რეიტინგის პირველ ნომერზე მყოფი ინგუში მებრძოლი, მოვსარ ევლოევი იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები