კრისტოფ დიუგარი
Aa
Aa

„ადრე ზეიმი იყო, ახლა რასიზმზე მეტია“ - დიუგარიმ მუნდიალი გააკრიტიკა

ისევე როგორც სხვადასხვა ტურნირებზე, ბუნებრივია მსოფლიოს ჩემპიონატზეც აზრთა სხვადასხვაობა იქნება. ზოგს მუნდიალის გახსნის ცერემონია და მის დაწყებამდე მიმდინარე მოვლენები მოეწონა, ზოგი კი პირიქით, სკეპტიკურად არის განწყობილი. ამ უკანასკნელთა რიგებს მიეკუთვნება წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი კრისტოფ დიუგარი, რომელმაც ფიფა ღიად გააკრიტიკა.

რას ამბობს დიუგარი

არბიტრის მოხსნა და არშეშვება მხოლოდ იმის გამო, რომ ის სომალელია... ამაში რასიზმის ღრმა ელფერი დევს, რაც ძალიან მაშფოთებს. ფეხბურთი ეს ნამდვილად არ არის, ის სულ სხვაა და სახალხო სპორტია. ბილეთების ფასები კი უბრალოდ აღმაშფოთებელია - მრცხვენია იმის ყურება, თუ რას დაამსგავსეს ჩემი საყვარელი სპორტი. 10 წლის ასაკიდან ჩემთვის მსოფლიოს ჩემპიონატი ნამდვილი ზეიმი იყო, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ მოუთმენლად ველოდებოდი.

ახლა კი ამ ტურნირს ატარებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვანაირად ექცევიან და მათთვის ყველა თანასწორი არ არის. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ეს მუნდიალი სირცხვილია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მისი დასრულების შემდეგ ამის თქმა არ მომიწევს.

შეგახსენებთ, რომ მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კრისტოფ დიუგარი საფრანგეთის ნაკრებში სისტემატურად ასპარეზობდა და „სამფეროვნებთან“ ერთად როგორც მსოფლიოს ჩემპიონატი, ასევე ევროპის ჩემპიონატი და კონფედერაციათა თასი მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სომალელი მსაჯი, რომელიც აშშ-ში არ შეუშვეს უეფას სუპერ თასის შეხვედრას გაუძღვება
სომალელი მსაჯი, რომელიც აშშ-ში არ შეუშვეს უეფას სუპერ თასის შეხვედრას გაუძღვება