ხვიჩა კვარაცხელია, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

კვარასთან კონკურენციის გამო? - ბარკოლა დიდი ალბათობით, პსჟ-ს დატოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ბრედლი ბარკოლამ შესაძლოა, პარიზული გუნდი დატოვოს. გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლის შემდეგ, ფრანგმა შემტევმა ქართველთან კონკურენცია აშკარად წააგო და ამის გამო, გუნდის დატოვებასაც განიხილავ, რათა რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდეს.

გამოცემა წერს, რომ ბარკოლას დამატების მთავარი კანდიდატები პრემიერ ლიგის გიგანტები, „ლივერპული“ და „არსენალი“ არიან. მოჰამედ სალაჰის წასვლისა და ამ სეზონში შეტევაში არსებული სირთულეების ფონზე, „ლივერპული“ ფლანგების გაძლიერებას აქტიურად ცდილობს. მეორე მხრივ, ინგლისური ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნების შემდეგ, „არსენალი“ აპირებს შანსი ხელიდან არ გაუშვას და წარმატებული მომენტით ისარგებლოს.

ფრანგული გამოცემის ცნობით, ბარკოლას კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წელი რჩება, თუმცა მისი გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები სეზონის ბოლო ეტაპზე შეჩერდა, რადგან კლუბმა მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ტიტულის წარმატებით დაცვაზე გადაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ პაუზამდეც მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი არ ყოფილა.

L'Equipe-ის ვარაუდით, დისკუსიები კვლავ ჩიხშია შესული. მართალია, მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ბარკოლას შენარჩუნება სურს, მაგრამ კლუბი უკვე მზადაა ფლანგელის სანაცვლოდ შეთავაზებები განიხილოს, მოვლენების განვითარებას კი „ლივერპული“ და „არსენალი“ თვალს ადევნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი ჯგუფია“ - უკრაინაში ერთა ლიგაზე ისაუბრეს
„ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი ჯგუფია“ - უკრაინაში ერთა ლიგაზე ისაუბრეს