„ილიასა და ისლამის ჩხუბი უფრო საინტერესო იქნებოდა“ - ომალი თეთრი სახლის ქარდზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ომალიმ თავის იუთუბ არხზე თეთრი სახლის ქარდსა და თოფურია-გეიჯის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. „შუგამ“ განაცხადა, რომ მისთვის უფრო საინტერესო ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჩხუბი იქნებოდა.
რას ამბობს ომალი:
„ვისურვებდი, რომ თეთრ სახლში მახაჩევსა და თოფურიას ებრძოლათ. ეს ტურნირის მთავარი მოვლენა იქნებოდა. ვფიქრობ, ილიას ისლამის დამარცხება შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება 14 ივნისს გაიმართება, მთავარი ბრძოლა კი ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი იქნება.