ხვიჩა კვარაცხელია, მორგან როჯერსი
Aa
Aa

პარი სენ-ჟერმენი მორგან როჯერსს აკვირდება | არსენალი გორდონსა და კვარას განიხილავს

Talksport-ის ჟურნალისტმა, ბენ ჯეიკობსმა, „ასტონ ვილას“ ტალანტით, მორგან როჯერსით დაინტერესებული კლუბების შესახებ დაწერა. ბრიტანელი ჟურნალისტის მიხედვით, როჯერსს ბევრი გრანდი აკვირდება და ერთ-ერთი „პარი სენ-ჟერმენი“ გახლავთ.

ჯეიკობსის მიხედვით, როჯერსი პრემიერ ლიგის დატოვებას არ გამორიცხავს. 23 წლის ფეხბურთელი ლუის ენრიკეს მიმართ სიმპატიებით არის განწყობილი და ეს ფაქტორი პარიზელებს წამყვან პოზიციაში აყენებს. როჯერსს „ასტონ ვილასთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯეიკობსის ვარაუდით, მის სანაცვლოდ ბირმინგემელები 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოითხოვენ.

Talksport-ის ჟურნალისტი კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. ჯეიკობსის ცნობით, „არსენალს“ შემადგენლობის გაძლიერება სურს და ენტონი გორდონსა და კვარაცხელიას აკვირდება.

„მეთოფეები გორდონსა და კვარაცხელიას განიხილავენ. ენტონი „ბაიერნის“ რადარზეც იმყოფება, „პარი სენ-ჟერმენს“ კი ქართველი გარემარბის გაშვება არ სურს, რის გამოც მისი ტრანსფერის დახურვა ძალიან რთული იქნება“, — წერს ჯეიკობსი და გვაუწყებს, რომ ამ დაბრკოლებების გამო, ლონდონელებმა, შესაძლოა, აქცენტი სწორედ როჯერსზე გააკეთონ.

„არსენალის“ გარდა, ინგლისელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ ყურადღების ობიექტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც ოლისე, არც კვარა | პაპენმა ბაიერნისა და პსჟ-ის შემტევებიდან ტოპ 3 დაასახელა
არც ოლისე, არც კვარა | პაპენმა ბაიერნისა და პსჟ-ის შემტევებიდან ტოპ 3 დაასახელა