„ილიასა და არმანის ჩხუბი ძალიან მაგარი ბრძოლაა“ | ბისპინგის კომენტარი
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ბისპინგმა, ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ბისპინგის აზრით, ცარუკიანი ერთადერთი რეალური გამოცდაა, რომელიც შეიძლება, „ელ მატადორს“ დაუყენონ.
„ჩემი აზრით, ილიასა და არმანის დაპირისპირება ძალიან მაგარი ჩხუბია. ცარუკიანი, ალბათ, თოფურიასთვის ერთადერთი რეალური გამოცდაა. ეს ჯასტინ გეიჯის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვას ჰგავს. გეიჯი ძლიერი მებრძოლია, გამოცდილია და მეტოქის ჭიდაობის განეიტრალება შეუძლია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ასაკშია და ბევრი რამ გამოიარა.
პედი პიმბლეტმა მას ბევრჯერ მოარტყა. ილია კი უზუსტესი მებრძოლია და მომაკვდინებელი დარტყმები აქვს. ის დაუჯერებელი ჭიდაობით გამოირჩევა. არ მგონია, ცარუკიანს ჭიდაობაში აჯობოს, მაგრამ მისი ჭიდაობის განეიტრალება ნამდვილად შეუძლია. MMA-ში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ილიას კრივს რომ შევხედოთ, აშკარაა, რომ უპირატესობა მის მხარეზეა.“
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ილიამ და არმანმა ერთმანეთზე ბევრი ისაუბრეს. თოფურია დარწმუნებულია, რომ პირველ რაუნდში გაიმარჯვებს, ცარუკიანი კი აცხადებს, რომ თუ მართლა ასეა, მაშინ ნუ გაურბის და მასთან ჩხუბს დათანხმდეს.