ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

16 გოლი, 25 საგოლე მოქმედება და ყველაზე მეტი დრიბლინგი | კვარას სტატისტიკა პსჟ-ში

ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრაში „ნანტის“ წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. „კვარა“ „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამას სტატისტიკაც ადასტურებს.

მიმდინარე სეზონში ქართველ გარემარბს 16 გოლი აქვს გატანილი, რაც უსმან დემბელესთან ერთად პსჟ-ში საუკეთესო შედეგია. „კვარა“ და დემბელე პირველ ადგილს იყოფენ საგოლე მოქმედებების მხრივაც. ხვიჩასა და უსმანს 25-25 საგოლე მოქმედება აქვთ — 16 გოლი და 9 ასისტი. მათზე მეტი საგოლე გადაცემა მხოლოდ ვიტინიას აქვს — 10.

Sofascore-ის მიხედვით, კვარაცხელია ლიდერობს ზუსტი დარტყმების რაოდენობით. მის ანგარიშზე 44 ზუსტი დარტყმაა, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია. ასევე, მას ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი აქვს (67) და არის „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგაც მეტოქეებმა წესები ყველაზე მეტჯერ დაარღვიეს — 59.

ცნობისთვის, ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო შეხვედრა 25 აპრილს ელის და თბილისის დროით 21:00-ზე სტუმრად „ანჟერს“ დაუპირისპირდება. სამი დღის შემდეგ კვარაცხელია და კომპანია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „ბაიერნს“ უმასპინძლებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს საფეხბურთო პოეზიაა“ - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩას გოლზე
    „ეს საფეხბურთო პოეზიაა“ - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩას გოლზე