ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს საფეხბურთო პოეზიაა“ - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩას გოლზე

ფრანგული რადიო ICI-ს ეთერში ადგილობრივმა ჟურნალისტმა, ალექსანდრ აფლალომ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„კვარა განსხვავებული ფეხბურთელია. მას „ნაპოლიდანაც“ ვიცნობდით, მაგრამ რაც პსჟ-ში გადმოვიდა, მოედანზე მის გადაადგილებასა და ბურთით ჩადენილ სასწაულებს უსასრულოდ შეიძლება უყურო. მისი დრიბლინგი ელეგანტური, მოხდენილი და ძალიან სახიფათოა.

„ნანტის“ კარში მეორე გოლი იყო კვინტესენცია იმისა, რისი გაკეთებაც კვარას შეუძლია. ეს საფეხბურთო პოეზიაა: გენიალური პასი დემბელეზე ტერფის გარე ნაწილით, აჩქარება, ბურთის რბილი მიღება, მსუბუქი ცრუმოძრაობა და ცივსისხლიანი დარტყმა - შეუდარებელია.

ლიგა 1-ის ბოლო 3 მატჩში 3 გოლი და ასისტი აქვს, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში კი 5 გოლი და 2 ასისტი. შესაძლოა, სეზონის დასაწყისში ის ასეთი დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ ბოლო კვირეების განმავლობაში კვარა დაუღალავად შრომობდა და შეგვახსენა, რომ ის რიგითი ფეხბურთელი არაა. ხვიჩა ისეთი ფეხბურთელების რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც თამაშის მსვლელობის შეცვლა შეუძლიათ“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა ნანტი ხვიჩას დუბლითა და დეზირე დუეს გოლით დაამარცხა (3:0). ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე პსჟ 66 ქულით პირველა ადგილზეა, ლანსი კი პარიზელებს 4 ქულით ჩამორჩება.

აქვე გეტყვით, რომ 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე „პარი სენ-ჟერმენი“ „ანჟეს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე: “კვარას ალბათ ეგონა, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა“
ლუის ენრიკე: “კვარას ალბათ ეგონა, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა“