„ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“ - ხვიჩა ნანტთან დუბლის შემდეგ
„ნანტის“ კარში შესრულებული დუბლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა. ხვიჩას განცხადებით, ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რამდენიმე ტური რჩება, ამიტომ თითოეულ ქულას ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
რა თქვა კვარაცხელიამ:
„ახლა თითოეული მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ „ლანსის“ სახით ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კონკურენტი გვყავს. ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, დღეს მთელმა გუნდმა აჩვენა, რომ ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები.
მეორე გოლი? ვიდეო ჯერ არ მინახავს, მაგრამ მოგვიანებით ვნახავ. პენალტების შესრულება? აქამდე ბევრი პენალტი გავიტანეთ, 11-მეტრიანების სერიებიც გვქონდა. გვყავს არაერთი ფეხბურთელი, ვისაც პენალტების კარგად შესრულება შეუძლიათ. დღეს ჩემი დრო დადგა, გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ.
„ბაიერნი“? ჯერ ლიგა 1-ზე ვფიქრობთ, იმიტომ რომ სულ რამდენიმე მატჩი დარჩა და თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, „ბაიერნზეც“ ვფიქრობთ, მაგრამ იქამდე ჯერ ლიგა 1-ის მატჩი გველოდება“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა ნანტი ხვიჩას დუბლითა და დეზირე დუეს გოლით დაამარცხა (3:0). ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე პსჟ 66 ქულით პირველა ადგილზეა, ლანსი კი პარიზელებს 4 ქულით ჩამორჩება.
აქვე გეტყვით, რომ 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე „პარი სენ-ჟერმენი“ „ანჟეს“ ესტუმრება.