2 ქართველი ნახევარფინალშია | ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ სტილში
ევროპის ჩემპიონატს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ალბანეთის დედაქალაქი ტირანა მასპინძლობს.
97 კგ. წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანელი ოსმან ნურმაგომედოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელი ზბიგნევ ბარამოვსკის ბარიერი დაძლია, 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
57 კგ. წონით კატეგორიის მეოთხედფინალში რობერტ დინგაშვილმა მოლდოველი იონ ბულგარუ 11:1 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა.
65 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა ზაქაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელ აიკან სამირ სეიდს აჯობა, თუმცა მეოთხედფინალში დამარცხდა. ანალოგიურად, ტარიელ გაფრინდაშვილმა (79კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელი აიკან სამირ სეიდი დაამარცხა, თუმცა მეოთხედფინალური ბარიერი ვერ დაძლია.
ფოტოზე: გივი მაჭარაშვილი
მიმდინარეობს განახლება