ალჯამეინ სტერლინგი, იუსეფ ზალალი
Aa
Aa

სტერლინგმა და ზალალმა წონა ჩააბარეს | ჰელვანი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი მომდევნო ორთაბრძოლას მოახლოებულ უქმეებზე გამართავს. „ალჯო“ UFC Fight Night 274-ზე იჩხუბებს და მისი მეტოქე იუსეფ ზალალია.

დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა და წონა ორივე მებრძოლმა ჩააბარა. სტერლინგი 66.22 კილოგრამს იწონის, ხოლო ზალალი — 65.7-ს ღონისძიების თანამთავარი მოვლენა ქალთა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ბრძოლაა. ნორმა დუმონი ჯოზელინ ედვარდსს დაუპირისპირდება და ორივე მათგანი 61.4 კილოგრამს იწონის.

სტერლინგი და ზალალი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში იჩხუბებენ. მოვსარ ევლოევთან დამარცხების შემდეგ ალჯამეინმა ბრაიან ორტეგას მოუგო. რაც შეეხება ზალალს, მას ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს. ზალალმა ბოლოს ჯოშ ემეტს, მტკივნეული ილეთით აჯობა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. არიელ ჰელვანის მიხედვით, UFC 328-ის წინ, რომელიც 10 მაისს არის ჩანიშნული, პრესკონფერენცია გაიმართება და მასში მონაწილეობას თეთრი სახლის ღონისძიებაზე გამომსვლელი მებრძოლები მიიღებენ. ერთ-ერთი მათგანი ილია თოფურია გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც ოლისე, არც კვარა | პაპენმა ბაიერნისა და პსჟ-ის შემტევებიდან ტოპ 3 დაასახელა
არც ოლისე, არც კვარა | პაპენმა ბაიერნისა და პსჟ-ის შემტევებიდან ტოპ 3 დაასახელა