მადრიდის რეალის კემპი - გრანდიოზული საკალათბურთო ღონისძიება თბილისში
Aa
Aa

მადრიდის რეალის კემპი - გრანდიოზული საკალათბურთო ღონისძიება თბილისში

გრანდიოზული ამბავი ქართული კალათბურთის მოყვარულებისთვის - შემოდგომაზე თბილისში ერთ-ერთი ევროპული გრანდის, მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო კემპი ჩატარდება, სადაც მონაწილეობას 75 მოზარდი კალათბურთელი მიიღებს. ღონისძიების ორგანიზატორები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი ბექა წივწივაძე და გენერალური მენეჯერი ვატო თევზაძე არიან. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში წივწივაძემ ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა.

ბექა წივწივაძე

ხუთდღიანი კემპი 10-დან 14 სექტემბრამდე ჩატარდება. მადრიდის „რეალთან“ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. ესპანეთის დედაქალაქში ნოემბერში ვიმყოფებოდით, სადაც სრული შემადგენლობით დაგვხვდნენ სამეფო კლუბის ლეგენდარული კალათბურთელები. საამაყოა ის ფაქტი, რომ ჩვენს რეგიონში „რეალის“ ექსკლუზიური პარტნიორები ვიქნებით.

ეს ყველაფერი ერთჯერადი ნამდვილად არ იქნება და სამომავლოდაც გვსურს პარტნიორობა - დიდი სურვილია „რეალთან“ ხანგრძლივი ურთიერთობა გვქონდეს, რადგან ახალგაზრდა თაობისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება სათანადო გამოცდილების მისაღებად.

კემპის შედეგად საუკეთესო კალათბურთელებს შევარჩევთ, რომლებიც გვსურს საკუთარი სახსრებით გავუშვათ მადრიდში და იქ სავარჯიშო პროცესში მონაწილეობის საშუალება მიეცეთ. ვგულისხმობ არამხოლოდ მოთამაშეების, არამედ მწვრთნელების სტაჟირებასაც. ეს ყველაფერი უკვე სამომავლო პერსპექტივაა, ახლა კი მთავარი მიზანია კემპი კარგად ჩავატაროთ.

პროექტს ვაკეთებთ მე და ჩემი მეგობარი, ვეტერანი კალათბურთელი ვატო თევზაძე ჩვენს კომპანიასთან ერთად. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ბავშვობიდან მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი ვიყავი და ჩემი ოცნება იყო, რომ ამ კლუბთან კავშირი მქონოდა, რაც ამიხდა და პარალელურად ვცდილობ ამ ყველაფრის საშუალებით გავაკეთო ბევრი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

ცნობისათვის, მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო კლუბი ესპანეთის 38-გზის ჩემპიონი, ქვეყნის თასის 29-გზის მფლობელი და ესპანეთის სუპერთასის 10-გზის გამარჯვებულია. მთავარი საკლუბო ტურნირი ევროლიგა კი სამეფო კლუბს 11-ჯერ აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 8 ქულა ცრვენა ზვეზდასთან - ბარსელონას გამარჯვება ევროლიგაზე
შენგელიას 8 ქულა ცრვენა ზვეზდასთან - ბარსელონას გამარჯვება ევროლიგაზე