ლუის ენრიკე: “კვარას ალბათ ეგონა, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა“
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ნანტს უმასპინძლა და მარტივად 3:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
ლუის ენრიკე:
„დღეს ყველაფრისგან დიდი სიამოვნება მივიღე. ვიხილეთ ფეხბურთელები, რომლებსაც ხშირად ვერ ვხედავთ. ეს გარკვეულწილად ხაფანგი იყო. კვარა? ალბათ მას ეგონა, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა.“
ლანსთან ოთხქულიანი უპირატესობა? ეს კარგია. განსაკუთრებით ახლა, როცა ჩემპიონატის გადამწყვეტი ნაწილი მოდის. ლანსმა ძალიან კარგი სამუშაო გააკეთა და მარტივი არ იყო. ჩვენ გვინდა ისევ ჩემპიონობა და იმედი მაქვს, ამას შევძლებთ."
????️???????? Luis Enrique : « ???????????????????? ???? ????????????????????́ ???????????? ????’????́???????????????? ???????? ???????????????????????????????????? ???????????????????????? ! » ????????
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) April 22, 2026
( ????️ @AbdellahBoulma ) pic.twitter.com/ghX1HHK5r8
ცნობისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებაში ქართველმა სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და ჰეთ-თრიკის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა მისი თავური დარტყმა კარის ძელს მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველ სუპერვარსკვლავს საფრანგეთის ლიგა 1-ში 7 გოლი დაუგროვდა. შემდეგ ტურში პარი სენ ჟერმენი ანჟერს დაუპირისპირდება.