პსჟ, ნანტი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“კრიტიკოსებს უპასუხა და ეჭვები გააქარწყლა“ - ფრანგული მედია კვარას თამაშზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ნანტს უმასპინძლა და მარტივად 3:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს, რომელმაც ნანტის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.

Leparisien:

„ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გატანილი გოლით საბოლოოდ ჩააქრო ნანტის იმედები და ლუის ენრიკეს როტაციის საშუალება მისცა.“

L’equipe:

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ კვარაცხელიას აკრიტიკებდნენ თითქოს მხოლოდ დიდ მატჩებში — მაგალითად ჩემპიონთა ლიგაზე აჩვენებდა საუკეთესო თამაშს, დღეს ხვიჩამ ეს ეჭვები გააქარწყლა. ლიონთან მატჩში (1:2) შეცვლაზე შესულმა გოლი გაიტანა, ხოლო ამჯერად ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პენალტით გახსნა ანგარიში. შემდეგ კი დუბლი შეასრულა, რაც მის შესაძლებლობებს სრულად ასახავს.

მეორე გოლის დროს, კომბინაცია სწორედ მან დაიწყო. დემბელეს მისცა პასი და შეტევა თავად დაასრულა. საჯარიმოში შევარდა, ცრუმოძრაობით მეტოქე მოატყუა და ბურთი მშვიდად გადაგზავნა კარში. მეორე სართულზეც საშიში იყო და თავით ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო. ხვიჩამ ყველაფერი გააკეთა და ლუის ენრიკემ მას დასვენების საშუალება მისცა.“

Canal-supporters:

„მატჩის ბედი კვარაცხელიამ გადაწყვიტა. მეორე გოლი თავისი ბრწყინვალე ინდივიდუალური მოქმედების შემდეგ გაიტანა.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველ სუპერვარსკვლავს საფრანგეთის ლიგა 1-ში 7 გოლი დაუგროვდა. შემდეგ ტურში პარი სენ ჟერმენი ანჟერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის შანსი - იუვენტუსმა ალისონს ოფიციალური წინადადებით მიმართა
მამარდაშვილის შანსი - იუვენტუსმა ალისონს ოფიციალური წინადადებით მიმართა