პსჟ, ნანტი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sofascore - კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ნანტს უმასპინძლა და მარტივად 3:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.

Sofascore:

საფონოვი(8.0), ჰაკიმი(7.4), მარკინიოსი(7.8), ზაბარნი(7.1), ზაირ-ემერი(7.3), ნევეში(6.8), ბერალდო(7.1), დრო ფერნანდესი(7.0), კვარაცხელია(9.5), დემბელე(7.8), დუე(8.3), ლუკა ერნანდესი(6.6), რუისი(6.9), მაიულუ(6.6), ბარკოლა(6.5), მბაიე(6.9).

ცნობისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველ სუპერვარსკვლავს საფრანგეთის ლიგა 1-ში 7 გოლი დაუგროვდა. შემდეგ ტურში პარი სენ ჟერმენი ანჟერს დაუპირისპირდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები