მამარდაშვილის შანსი - იუვენტუსმა ალისონს ოფიციალური წინადადებით მიმართა
ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ტურინის იუვენტუსს ალისონ ბეკერის გადაბირება სურს.
სულ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია გაავრცელა.
მისი თქმით, ტურინული კლუბი ბრაზილიელ მეკარეს უკვე დაუკავშირდა. ალისონს სერია ა-ში დაბრუნების იდეა ხიბლავს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მერსისაიდული გრანდი ბეკერს წასვლის უფლებას მისცემს.
ბებერ ქალბატონს, ზაფხულში ტოპ დონის მეკარის დამატება სურს და ალისონი მათთვის იდეალური კანდიდატია. თავად ბრაზილიელი ტურინში გადასაბარგებლად მზად არის.
საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ლივერპულზე იქნება დამოკიდებული. კლუბმა მას კონტრაქტი ახლახან კიდევ ერთი სეზონით გაუხანგრძლივა და ალისონი დიდ პატივს სცემს ლივერპულს.
მომდევნო კვირებში ლივერპული მეკარეების საკითხს შეაფასებს — ალისონისა და გიორგი მამარდაშვილის სიტუაციას — ხოლო იუვენტუსი მოვლენების განვითარებას ელოდება.