ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

“ყოველწლიურად ვზრდი გოლებისა და ასისტების რაოდენობას“ - ზურიკოს ინტერვიუ Le Progrès-სთან

მიმდინარე სეზონში, ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის ლიდერად ჩამოყალიბდა. ქართველმა ფეხბურთელმა გამოცემა Le Progrès-სთან ისაუბრა.

ზურიკო:

„ჩემთვის და გუნდისთვის ეს ნამდვილად კარგი სეზონია. ჩვენ მეორე ადგილზე ვართ, ტრუას მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით (რედ.: ინტერვიუ ჩაწერილია გასულ ხუთშაბათს, ბასტიასთან მარცხამდე). მომენტების რეალიზების ნიჭი მაქვს და მასზე ყოველი ვარჯიშის ბოლოს ვმუშაობ. ეს აშკარად მეხმარება გაუმჯობესებაში და მოედანზეც ჩანს. ფსიქოლოგიურადაც უფრო მარტივი ხდება დარტყმა და შეტევების დასრულება.

ვერ ვიტყოდი, რომ ცოტას დავრბივარ, უბრალოდ უფრო ეფექტურად ვმოქმედებ. ახლა შეტევა უფრო მარტივია, რადგან ბურთის გათამაშებისას თითოეულ ფეხბურთელს თავისი პოზიცია ზუსტად აქვს განსაზღვრული, რაც ძალისხმევას ამარტივებს

.

ვფიქრობ, ყოველ სეზონში პატარა დეტალებში ვუმჯობესდები. საფრანგეთში მოსვლის შემდეგ ყოველწლიურად ვზრდი გოლებისა და ასისტების რაოდენობას. იმედი მაქვს, შემდეგი სეზონი კიდევ უკეთესი იქნება,“

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში დიდებულ ფორმაშია. ყველა ტურნირზე ერთად 28 ჩატარებულ მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები