თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 8 ქულა ცრვენა ზვეზდასთან - ბარსელონას გამარჯვება ევროლიგაზე

ევროლიგის პლეი-ინის ნახევარფინალურ სტადიაზე ბარსელონამ ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა და 80:72 დაამარცხა. როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი და 52 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8 ქულას, 6 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ბარსელონას ამერიკელმა ქლაიბერნმა ულიდერა, რომელმაც არასრულ 30 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

მატჩის მიმდინარეობისას, შენგელიამ ერთხელ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი აღმოჩნდა. ექვსი 2-ქულიანიდან მხოლოდ 2 გამოიყენა და ორი საჯარიმო ტყორცნიდან ერთი ჩააგდო. 6 მოხსნიდან ექვსივე საკუთარ ფარზე შეასრულა. ჯამში კი 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად ბარსელონას კიდევ ერთი თამაშის მოგება მონაკოს წინააღმდეგ სჭირდება. 

ცნობისთვის, შემდეგ მატჩს ბარსელონას საკალათბურთო გუნდი ლიგა ენდესაში სტუმრად ბასკონიას წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები