ფილადელფიას სენსაცია | სევენთი სიქსერსმა ბოსტონს სტუმრად მოუგო
„ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“ „ბოსტონ სელტიქსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. პირველი შეხვედრის 32 ქულით წაგების შემდეგ „ფილადელფიამ“ სტუმრად გაიმარჯვა და „თიდი გარდენში“ 111:97 მოიგო.
„სიქსერსის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ვიჯეი ეჯკომბმა შეიტანა, რომელმაც მატჩი 30 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. ეჯკომბი ტიმ დანკანის შემდეგ პირველი ახალწვეულია, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში 30 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. მეჯიქ ჯონსონის შემდეგ ის პირველი ახალწვეული უკანახაზელია, რომელმაც პლეიოფში ეს სტატისტიკა დააფიქსირა.
ეჯკომბის გარდა, 29 ქულით ტაირიზ მაქსი გამოირჩა, ხოლო პოლ ჯორჯმა 19 ქულა დააგროვა. „ბოსტონის“ რიგებში საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი იყო — 36 ქულა, 7 მოხსნა. ჯეისონ ტეიტუმს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა — 19 ქულა, 14 მოხსნა, 9 გადაცემა.
ცნობისთვის, სერიაში ანგარიში 1:1 გახლავთ და მომდევნო ორი თამაში „ფილადელფიას“ საშინაო არენაზე გაიმართება. ამ გუნდების მესამე მატჩი 25 აპრილს გაიმართება.