თემურ ქეცბაია, დინამო თბილისი
Aa
Aa

34-წლის შემდეგ ბრუნდება | დინამოს მთავარი მწვრთნელი ქეცბაია გახდება

Geo Team-ის ინფორმაციით, დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გახდება.

თემურ ქეცბაია დინამოში 1987-92 წლებში თამაშობდა, მას შემდეგ მისი და დინამოს გზები არ გადაკვეთილა. ასე რომ, კლუბს 34-წლის შემდეგ მწვრთნელის ამპლუაში უბრუნდება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში დინამო შინ გაგრასთან 0:1 დამარცხდა. დინამომ ამ სეზონში მხოლოდ პირველ ტურში სპაერთან მოიგო, მას შემდეგ გუნდს გამარჯვება არ მოუპოვებია, 7-მატჩიანი მოუგებელი სერიიდან 5 ფრედ დაასრულა, 2 დათმო. ასეთი კრიზის ფონზე მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ კაკაშვილის მოხსნა მოულოდნელი არ უნდა იყოს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში დინამომ 8 ტურში 8 ქულა დააგროვა, 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. მე-9 ტურში, 25 აპრილს დინამო სამგურალს ესტუმრება. შესაძლოა, დინამოს მთავარი მწვრთნელის პოტზე ქეცბაიას დებიუტი ამ მატჩში შედგეს.

ქეცბაია ბოლოს ანორთოსისს წვრთნიდა, გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა და თებერვლის დასაწყისში გუნდს დაემშვიდობა. 58 წლის მწვრთნელის კარიერის ყველაზე დიდი წარმატება სწორედ ანორთოსისს უკავშირდება, როცა მისი ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა (2008-09 წლების სეზონი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს | უოტფორდის ზედიზედ მესამე მარცხი
ჩაკვეტაძე საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს | უოტფორდის ზედიზედ მესამე მარცხი