ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილის გოლი - შტურმმა 9 ფეხბურთელით დარჩენილ ლასკს ვერ მოუგო

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო რაუნდის მორიგ ტურში შტურმმა ლასკს უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მე-18 წუთიდან ლასკი 10 ფეხბურთელით დარჩა, ანგარიში კი 52-ე წუთზე გახსნა.

66-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა მატჩში გიზი მამაგეიშვილი ჩართო, რომელიც აქტიურად გამოიყურებოდა და დარჩენილ დროში თავის გუნდს ბევრი სარგებელი მოუტანა.

67-ე წუთზე სტუმართა გუნდი 9 ფეხბურთელით დარჩა. მასპინძლები გააქტიურდნენ და 77-ე წუთზე ლასკის კარში პენალტი დაინიშნა.

ბურთთან, რა თქმა უნდა, კიტეიშვილი მივიდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდს 29 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს. მეორე ადგილზე მყოფ ზალცბურგს კი მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

რაც შეეხება კიტეიშვილს, ჯვაროსნების ნახევარმცველი ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და 14 გოლით პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციაზე მყოფ მუტანდვას 1 გოლით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე: “კვარას ალბათ ეგონა, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა“
ლუის ენრიკე: “კვარას ალბათ ეგონა, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა“