მერკვილაძის 9 ქულა - ოსტენდემ სტუმრად მოიგო
ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების მორიგ ტურში „ოსტენდემ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდრე მერკვილაძემ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „მეხელენი“ 10-ქულიანი სხვაობით, 83:73 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი განიმტკიცეს.
23 წლის ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მერკვილაძემ ორიდან ერთი სამქულიანი, ოთხიდან ორი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. შვიდიდან ექვსი მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას მიითვალა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 23 მოგებითა და 7 წაგებით „ოსტენდე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში მერკვილაძე და მისი თანაგუნდელები 25 აპრილს, „ბელფიუს მონსს“ უმასპინძლებენ და მატჩი თბილისის დროით, 22:30 წუთზე დაიწყება.