რიდის 31 ქულა - ტრაბზონი ფენერბაჰჩესთან დამარცხდა
მარკის რიდმა თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. რეგულარული გათამაშების 27-ე ტურში „ტრაბზონსპორი“ სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“ დაძაბულ ბრძოლაში 3-ქულიანი სხვაობით, 90:93 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კი ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.
30 წლის მარკისმა პარკეტზე გატარებულ 36 წუთში 31 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა. მან თოთხმეტიდან ათი ორქულიანი და თორმეტიდან თერთმეტი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან მისი ერთადერთი ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა. რვიდან შვიდი მოხსნა რიდმა დაცვაში შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 17 მოგებითა და 10 წაგებით „ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო ტურში რიდი და მისი თანაგუნდელები კიდევ ერთ დედაქალაქურ კლუბთან „გალათასარაისთან“, ამჯერად საკუთარ დარბაზში ითამაშებენ - მატჩი 26 აპრილს, თბილისის დროით 16:30 წუთზე დაიწყება.